ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 173
თარიღი: 2014-11-10
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა  

 

„2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება“  დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №274 განკარგულებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
        1. „2014 წლის მუნიციპალური პროგრამის - „კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება“ დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №274 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით განკარგულებით დამტკიცებული პროგრამა „კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება“  (პროგრამული კოდი 03 02) თანდართული ქვეპროგრამებით, მათ შორის:
ა) ქვეპროგრამა „სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია“ (პროგრამული კოდი 03 02 01);
ბ) ქვეპროგრამა „კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია“ (პროგრამული კოდი                03 02 03);
გ) ქვეპროგრამა „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსება (პროგრამული კოდი     03 02 04);
დ) ქვეპროგრამა „სანიტარული დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებები (პროგრამული კოდი     03 02 06);
    ე) ქვეპროგრამა ,,გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია" (პროგრამული კოდი 03 02 07);
    ვ) ქვეპროგრამა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობა“ (პროგრამული კოდი 03 02 08);
   ზ) ქვეპროგრამა ,,წყლის სისტემების რეაბილიტაცია" (პროგრამული კოდი 03 02 02).

   2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


 
საკრებულოს თავმჯდომარე                                                                   ირაკლი ჭეიშვილი

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილი

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები