ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 3
თარიღი: 2016-01-29
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დადგენილება №3
2016 წლის 29 იანვარი
ქალაქი ბათუმი

 

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის და 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ მე-3 და მე-5 მუხლების, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1.
შემოღებულ იქნეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის  მოსაკ¬რებე¬ლი და დამტკიცდეს მისი გადახდის ინსტრუქცია, თანახმად დანართი 1-სა.

მუხლი 2.
1. დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დაწესდეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი და მისი ოდენობა განისაზღვროს თანახმად დანართი 2-სა;
2.  ქ. ბათუმში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის  მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 1,30 ლარით თვეში, ხოლო იმ ფიზიკური პირებისათვის, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 70 000 ან 70 000-ზე დაბალია მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 1 ლარით თვეში. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუ¬ხე¬დავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით.

მუხლი 3.
ამ დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან, „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №31 დადგენილებით განსაზღვრული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელები ჩაითვლებიან ამ დადგენილებით შემოღებული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელებად.

მუხლი 4.
დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №31 დადგენილება.

მუხლი 5.
დადგენილება გამოქვეყნდეს კანონმდებლობის დადგენილი წესით. დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 01 თებერვლიდან.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                            ირაკლი ჭეიშვილი

 

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილი: დანართი 1 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები