ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 8
თარიღი: 2016-02-26
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა  

საქართველოს საერთო სასამართლოებში
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს საერთო სასამართლოებში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომ ტექსტში - „მარწმუნებელი“) წარმომადგენლად დაინიშნოს საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელე - დავით ჯაიანი, მისი პირადი #61001025509 (შემდგომ ტექსტში - „რწმუნებული“).
2. დავით ჯაიანს (პირადი #61001025509) მიენიჭოს უფლებამოსილება, რომ დაიცვას მარწმუნებლის ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესები, რისთვისაც წარმოადგინოს მარწმუნებელი საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში, კერძოდ სარბიტრაჟო სასამართლოში, სახელმწიფო, საგადასახადო, მუნიციპალურ, სამართალდამცავ ორგანოებში, მათ შორის პროკურატურაში, საჯარო რეესტრში, სამოქალაქო რეესტრში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან და აწარმოოს როგორც სამოქალაქო, ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის და სხვა შესაბამის საქმეები. ამ დავალების განსახორციელებლად რწმუნებული უფლებამოსილია მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა ის მოქმედება და პროცედურა, რაც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის: შეიტანოს განცხადება, საჩივარი, შუამდგომლობა ან სარჩელი, გაეცნოს საქმის მასალებს, პირად საქმეს და ასევე სხვა ინფორმაციას, გააკეთოს ამონაწერები ამ მასალებიდან, განაცხადოს აცილება, გადაიღოს ასლები, წარადგინოს მტკიცებულებები, შეკითხვები დაუსვას მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, წარადგინოს შუამდგომლობები, უარყოს მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები, ნაწილობრივ ან მთლიანად უარი თქვას სარჩელზე, შეცვალოს სარჩელის საგანი, შეამციროს ან გაადიდოს სარჩელის მოთხოვნის მოცულობა, ცნოს და უარყოს სარჩელი, დაამთავროს საქმე მორიგებით, გაასაჩივროს სასამართლოს, სამართალდამცავი ორგანოების ნებისმიერი გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული აქტი, წარადგინოს სააპელაციო, საკასაციო საჩივარი, მიიღოს მონაწილეობა აღსრულების პროცესში, აიღოს სააღსრულებლო ფურცელი და მოაწეროს ხელი ყველა შესაბამის დოკუმენტაციას. რწმუნებული ვალდებულია ყველა მოქმედება შეასრულოს პირადად და კეთილსინდისიერად, განახორციელოს ნებისმიერი სხვა მოქმედება, რაც პირდაპირ არ არის მითითებული ამ რწმუნებულებაში, მაგრამ აუცილებელია მარწმუნებლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საერთო სასამართლოებში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს #136 განკარგულება.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 საკრებულოს  თავმჯდომარე                                                                          ირაკლი ჭეიშვილი

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები