ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 16
თარიღი: 2016-04-20
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა  


ქალაქ ბათუმში, დაბა მახინჯაურში არსებული არასასოფლო -სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 053422144) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობისაგან, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მფლობელობაში გადმოცემის
შესახებ, ინიცირებული წინადადების მოწონების თაობაზე


საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქალაქ ბათუმის დაბა მახინჯაურში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 053422144), რომელზეც ახლა განთავსებული საფეხბურთო მოედანი არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროებს მოვლა-პატრონობას. მნიშვნელოვანია ამ უბანში არსებობდეს სპორტული გამაჯანსაღებელი ობიექტი. ვინაიდან აღნიშნული ტერიტორია ირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში და მუნიციპალიტეტი უფლებამოსილი არ არის აწარმოოს სარეაბილიტაციო სამუშაოები, ამიტომ აუცილებელია ის გადმოეცეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში.
2. მოწონებულ იქნეს ქალაქ ბათუმის საკრებულოს ფრაქცია “რესპუბლიკელები“-ს წინადადება განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული მიწის ნაკვეთის ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში გადმოცემის შესახებ.
3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს მერიას (მერს) მიეცეს შესაბამისი რეკომენდაცია და ეთხოვოს განკარგულების I პუნქტით განსაზღვრული წინადადების გათვალისწინება და შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებლივი პროცედურის დაწყება.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 


საკრებულოს თავმჯდომარე                                                                       ირაკლი ჭეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები