ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 17
თარიღი: 2016-04-20
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა  


ქალაქ ბათუმის, მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე, თამარ მეფის გამზირზე (დაბა მახინჯაურში) არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისათვის,
სკვერის სტატუსის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 23 თებერვლის #11 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ. ბათუმში, მწვანე კონცხის დასახლებაში (ყოფილი დაბა მახინჯაური), თამარ მეფის გამზირზე არსებულ სარეკრეაციო ზოლის იმ ნაწილს, სადაც განთავსებულია ისრაფილ ჯინჭარაძის ბიუსტი, მიენიჭოს სკვერის სტატუსი.
2. დაევალოს ქალაქ ბათუმის მერიას უზრუნველყოს აღნიშნული ტერიტორიის საჯარო რეესტრში თვითმმართველობის საკუთრებაში რეგისტრაცია.
3. განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს (გ.ერმაკოვი), გაატაროს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები, სკვერის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქალაქ ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქუჩა #30).
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


 
 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            ირაკლი ჭეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები