ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 20
თარიღი: 2016-04-20
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა


ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის წინადადების მოწონების შესახებ

 

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოწონებულ იქნეს ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის წინადადება, რომელიც გულისხმობს „ღია კინოჩვენებისათვის“ საჭირო ეკრანის და აუდიო-ვიზუალური ტექნიკის შეძენას, რომელიც იქნება მუნიციპალური საკუთრება და რომლის საშუალო საორიენტაციო ღირებულება ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის წარმომადგენლის განმარტებით შეადგენს დაახლოებით 55 000 (ორმოცდა-თხუთმეტი ათას) ევროს. ნიშანდობლივია, რომ დასახელებული საკითხი განხილულ და მოწონებულ იქნა ასევე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის გაფართოებულ სხდომაზე.
2. ეთხოვოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს (გ. ერმაკოვი) წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით  საჭირო ფინანსური რესურსის მოძიება, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2016 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეტანის დროს მისი გათვალისწინება და საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარმოდგენა.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
 
 


საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            ირაკლი ჭეიშვილი

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები