ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 26
თარიღი: 2016-06-07
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში
არსებული სავაჭრო ჯიხურების ქირის საწყისი წლიური
 საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ და „ე.დ“ ქვეპუნქტებისა და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 08 დეკემბრის №669 დადგენილების, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №69 განკარგულების შესაბამისად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ     გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, 2016 წლის 10 მაისის „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ N102 ხელშეკრულებით შესყიდული  სავაჭრო ჯიხურების ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობა - ერთეულ ჯიხურზე - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. გარე მოვაჭრეებს შორის ურთიერთშეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს (გ. ერმაკოვი) მიეცეს უფლება პირდაპირი განკარგვის წესით სავაჭრო ჯიხურების გარე მოვაჭრეებისათვის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, რა დროსაც წლიური საიჯარო ქირის ოდენობა განისაზღვროს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს (გ. ერმაკოვი) მიეცეს თანხმობა წინამდებარე განკარგულებით გათვალისწინებული ობიექტების განკარგვის შესახებ და  განკარგულების შესრულების მიზნით დაევალოს უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.
4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის:  ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.№30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                 ირაკლი ჭეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები