ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 11
თარიღი: 2016-08-06
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა  №11
2016 წლის 6 ივლისი
ქალაქი ბათუმი

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :


მუხლი 1.
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის №34 დადგენილებით (სსმ 25.09.014 წ.) დამტკიცებულ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში შეტანილ იქნეს ცვლილება და რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის IV1 თავი:

„თავი IV1. საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო
 
     „მუხლი 261. გენდერული თანასწორობის საბჭო

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იქმნება გენდერული თანასწორობის საბჭო.
2. გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის წესი, შემადგენლობა, უფლებამოსილება და ფუნქციები განისაზღვრება გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით, რომელსაც განკარგულებით ამტკიცებს საკრებულო.“.


მუხლი 2.
 დადგენილება  ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

 


  საკრებულოს  თავმჯდომარის  მოადგილე                                                   ირაკლი  ჩავლეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები