ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
N: 52
თარიღი: 2016-10-27
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა  


ქ. ბათუმის მთავრობასა და ზაზა ბერიძეს შორის დადებულ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნასყიდობის 2006 წლის 02 ივნისის Nნ-13 (N1-5992) ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 54-ე მუხლის პირველი პუქტის „დ.ვ)“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალი-ტეტის საკრებულომ  გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცეს თანხმობა ქ. ბათუმის მთავრობასა და ზაზა ბერიძეს შორის დადებულ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნასყიდობის 2006 წლის 02 ივნისის Nნ-13 (N1-5992) ხელშეკრულებაში შემდეგი ცვლილებების შეტანაზე:
ა) მყიდველი ვალდებულია საკუთრების უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ააშენოს მრავალფუნქციური დანიშნულების ობიექტი (პუნქტი 4.4.2);
ბ) მყიდველი ვალდებულია საკუთრების უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური დანიშნულების ობიექტის მშენებლობა დაასრულოს 2017 წლის 31 დეკემბრამდე (პუნქტი 4.4.3);
გ) მოიხსნას ქალაქ ბათუმის მთავრობის 2006 წლის 11 მაისის N127 დადგენილებით დამტკიცებული, საკონკურსო წინადადებით წარმოდგენილი, შენობის სართულიანობის თაობაზე განსაზღვრული შეზღუდვა (4 სართული) და მრავალფუნქციური დანიშნულების ობიექტი განისაზღვროს როგორც მრავალსართულიანი;
დ) მყიდველი ვალდებულია მშენებლობის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს მრავალფუნქციური დანიშნულების ობიექტიდან საკუთრების უფლებით გადასცეს 4 (ოთხი) ერთეული საცხოვრებელი ბინა (რემონტის გარეშე), თითოეული ბინა არანაკლებ 50 კვ.მ. ფართის;
ე) მოიხსნას ქალაქ ბათუმის მთავრობის 2006 წლის 11 მაისის N127 დადგენილებით დამტკიცებული, საკონკურსო წინადადებით წარმოდგენილი, შენობის სართულების მიხედვით ობიექტების განთავსების თაობაზე განსაზღვრული შეზღუდვა და პირველ სართულზე განთავსდეს საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტ(ებ)ი (რესტორანი, კაფე-ბარი, მაღაზია და სხვა); ნებისმიერ 2 სართულზე განთავსდეს სასტუმრო, შენობა-ნაგებობის ბოლო სართულზე რესტორანი;
ვ) მყიდველს, საკუთრების უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური დანიშნულების ობიექტის მშენებლობის დასრულების ვადის (31.12.2017წ.) დარღვევისას დაეკისრება პირგასამტეხლო 5000 (ხუთი ათასი)  ლარის ოდენობით.

ზ) ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მყიდველს გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არ აქვს უფლება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს მრავალფუნქციური დანიშნულების ობიექტში არსებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები.
2. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30), მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
3. წინამდებარე განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


 

საკრებულოს თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი,

საკრებულოს თავმჯდომარის
მოადგილე                                                                                                       ლაშა სირაბიძე

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები