ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
N: 54
თარიღი: 2016-10-25
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა  

„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე” თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის N4-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მოსამზადებლად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1061-ე მუხლის, „სივრ¬ცი¬თი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილე¬ბით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე” თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის N4-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის (შემდგომში დადგენილების პროექტი) მოსამზადებლად დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება.
2. დაევალოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას უზრუნველყოს დადგენილების პროექტის მომზადება და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოსადმი დასამტკიცებლად წარდგენა.
3. დადგენილების მომზადებისა და გამოცემისას გამოყენებულ იქნეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესები.
4. დადგენილების პროექტის თაობაზე მოსაზრებების წარდგენის ვადა განისაზღვროს დადგენილების პროექტისა და ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში. აღნიშნულის თაობაზე განმეორებით მიეთითოს ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1062-ე მუხლის შესაბამისად გამოქვეყნებულ ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობაში.
5. დადგენილების პროექტის თაობაზე მოსაზრებების წარდგენის ვადის გასვლიდან 5 დღის ვადაში განსახილველ საქმეზე გაიმართოს ზეპირი სხდომა.
6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 116-ე მუხლის შესაბამისად ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ინტერნეტგვერდზე და გაზეთ „აჭარა“-ში გამოქვეყნდეს ცნობა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდ¬გე¬ნის შესახებ.
7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 117-ე მუხლის შესაბამისად წინამდებარე განკარგულების საჯაროდ გაცნობისათვის წარდგენის მიზნით იგი გამოქვეყნდეს ქ.ბათუმის მერიის ინტერნეტგვერდზე და გაზეთ „აჭარა“-ში.
8. წინამდებარე განკარგულება წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი არ ექვემდებარება ცალკე გასაჩივრებას.
9. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
          

საკრებულოს თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი,

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე                                                                    ლაშა სირაბიძე

 

 

 

ც ნ ო ბ ა

საჯარო გაცნობისათვის
დოკუმენტების წარდგენის შესახებ


ადმინისტრაციული ორგანო, რომელშიც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება და მისამართი – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. #25, მეორე სართული) მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე” თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკ¬რებულოს 2009 წლის 27 თებერვლის N4-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების გამოსაცემად.

ადმინისტრაციული ორგანო, სადაც შესაძლებელია ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობა - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური (მის: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. #25, პირველი სართული, ტელ: 27 26 28).

ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების მოკლე შინაარსი - განკარგულებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე” თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის N4-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით, კერძოდ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ზონირების ნაწილის ზოგადი ზონირების რუკაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე.

საკუთარი მოსაზრებების წარდგენის ვადა - დადგენილების პროექტის თაობაზე მოსაზრებების წარდგენის ვადა განისაზღვრა დადგენილების პროექტისა და ად¬მინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში.

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები