ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
N: 55
თარიღი: 2016-10-25
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები


  გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა  


ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის
თანხმობის მიცემის შესახებ

 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 122-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
 1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიეცეს თანხმობა, ქ. ბათუმის შავი ზღვის სანაპირო ზოლის გამაგრების სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზნით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შემდეგი მიწის ნაკვეთების, ორი წლის ვადით, უსასყიდლო აღნაგობის ფორმით სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის“ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე:
1.1. ქ. ბათუმში, დასახლება კახაბერში მდებარე 9106,00 კვ.მ.  მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი N05.32.04.706);
1.2.  ქ. ბათუმში, დასახლება კახაბერში მდებარე 1319,00 კვ.მ.  მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი N05.32.03.798);
1.3.  ქ. ბათუმში, დასახლება კახაბერში მდებარე 793,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი N05.32.03.789);
1.4.  ქ. ბათუმში, ზღვისპირა პარკში (პლაჟი) მდებარე 3008,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი N05.32.03.978);
1.5. ქ. ბათუმში, ზღვისპირა პარკში (პლაჟი) მდებარე 9457,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი N05.32.03.979);
1.6. ქ. ბათუმში, ზღვისპირა პარკში (ახალი ბულვარი) მდებარე 892,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი N05.32.03.652);
1.7. ქ. ბათუმში, ზღვისპირა პარკში (პლაჟი) მდებარე 7262,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი N05.32.12.029);
1.8. ქ. ბათუმში, ზღვისპირა პარკში (პლაჟი) მდებარე 2668,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი N05.32.12.030);
1.9. ქ. ბათუმი, ზღვისპირა ბულვარის ტერიტორიაზე  (ახალი ბულვარი) მდებარე 1 476,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი N05.32.03.629).
1.10. ქ. ბათუმში, დასახლება კახაბერში მდებარე 2510,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 05.32.14.114);
1.11.  ქ. ბათუმში, კაჩინსკების ქუჩაზე მდებარე 2194,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 05.32.12.136);
1.12.  ქ. ბათუმში, ახალი ბულვარი 2 ტერიტორიაზე მდებარე 2100,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ 05.32.14.108);
1.13.  ქ. ბათუმში, დასახლება კახაბერში მდებარე 186,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 05.32.14.109);
1.14. ქ. ბათუმში, დასახლება კახაბერში მდებარე 1028,0 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 05.32.14.111);
1.15. ქ. ბათუმში, ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე მდებარე 1101,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 05.32.03.544);
1.16.  ქ. ბათუმში, ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე მდებარე 1001,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 05.32.03.545);
1.17.  ქ. ბათუმში, დასახლება კახაბერში მდებარე 793,0 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 05.32.03.789).
2.  ლიკვიდირებული იქნას ქ. ბათუმში, ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე მდებარე 1001,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 05.32.03.545) განთავსებული 652,20 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობა და ამ მიზნით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს დაევალოს სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება და ვარგისი მასალების შემოსავალში აყვანა.
 3. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. წინამდებარე განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 


 

საკრებულოს თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი,

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე                                                                    ლაშა სირაბიძე

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები