ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
N: 56
თარიღი: 2016-10-25
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა  

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული უძრავი
ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ, საკუთრების
უფლებით გადაცემის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 108-ე მუხლის შესაბამისად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სახელმწიფოს უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცეს ქ. ბათუმში, ანგისის დასახლებაში მდებარე, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 6680,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 379,00 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობებით (ს/კ №05.32.01.758).
 2. სახელმწიფოსათვის წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით გათვა-ლისწინებული ქონების უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით  გადაცემა მოხდეს:
ა) პოზიტიური პირობით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 93-ე მუხლი) - უნდა მოხდეს ქ. ბათუმში, ანგისის დასახლებაში მდებარე 6680,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ №05.32.01.758) ნაწილის - 5380,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, რომელზეც განთავსებულია შენობა-ნაგებობები საქართველოს თავდაცვის სამინისტრო-სათვის,  ხოლო  დარჩენილი ნაწილის - 1300,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსათვის“ (სამაშველო-სახანძრო სამსახურის შენობის მშენებლობის მიზნით) სარგებლობის უფლებით გადაცემა. ასევე უნდა მოხდეს ქ. ბათუმში,  ხახულის ქ. №39-ში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 2687,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სარგებლობაში არსებული), მასზე განთავსებული 539,29 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობებით (ს/კ №05.32.01.401) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
ბ) გადადების პირობით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 96-ე მუხლი) - უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემულ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლება შეუწყდება, თუ არ მოხდება ქ. ბათუმში, ანგისის დასახლებაში მდებარე 6680,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ №05.32.01.758) ნაწილის -5380,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, რომელზეც განთავსებულია შენობა-ნაგებობები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის,  ხოლო  დარჩენილი ნაწილის - 1300,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსათვის“ სარგებლობის უფლებით გადაცემა, ასევე ქ. ბათუმში,  ხახულის ქ. №39-ში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 2687,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული 539,29 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობებით (ს/კ №05.32.01.401) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
სხვა შემთხვევაში სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლება უბრუნდება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტს, რომელიც დამოუკიდებლად წყვეტს ქონების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვის საკითხს.
3. ეთხოვოს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ უზრუნველყოს წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლებით რეგისტრაცია.
4. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო  სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. #30), მისი კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, რა დროსაც მხარეს წარმოადგენს  ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.    

 

 

საკრებულოს თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი,

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე                                                                    ლაშა სირაბიძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები