2024 წლის 30 აპრილს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მუნიციპალიტეტის 2016 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საჯარო განიხილვა გაიმართა. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები, ძირითადად, ექვსი მიმართულებით გადანაწილდა და ჯამში 147 მილიონ 800 ათასი ლარით განისაზღვრა.
მერიის შესაბამისმა სამსახურებმა დღეს ინფრასტრუქტურული პროექტების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაცია წარმოადგინეს, ხვალ, 3 ნოემბერს კი, დაგეგმილია განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მხარდამჭერი პროგრამების ბიუჯეტის პროექტის განხილვა.
ბიუჯეტის განხილვას საკრებულოს წევრები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების, საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, არასამთავრობო სექტორის, მედია ორგანიზაციების, აჭარის არ მთავრობის, შესაბამისი საქვეუწყებო დაწესებულებების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.